არის ჯგუფი, რასაც დღეს ჰეიტერები ჰქვია, სიძულვილის მთესველები, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი, ან ქვეყნის წარმატება აქციონ გარკვეულ ნეგატივად, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქადაგიშვილი გუშინდელ სახალხო ზეიმზე ზეიმზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას გარკვეული ჯგუფის მიერ დაწყებულ ხმაურს გამოეხმაურა.
„არის ჯგუფი, რასაც დღეს ჰეიტერები ჰქვია, სიძულვილის მთესველები, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი, ან ქვეყნის წარმატება აქციონ გარკვეულ ნეგატივად. ეს ადამიანები ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ და [სცენასთან] აჟიოტაჟი ატეხეს. საზოგადოება ამას არ აჰყვა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.