რეზონანსი
04.07.2024

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას დაბადების დღეა. ფეხბურთელი 37 წლის გახდა.

კაშია ამჟამად საფეხბურთო კლუბ „სლოვენში" მცველის პოზიციაზე თამაშობს.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ის თავდაპირველად საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მიიწვიეს, სადაც 10 მატჩი ჩაატარა და ჯამში 2 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი მისი დებიუტი 2009 წელს ჩერნოგორიის წინააღმდეგ თამაშზე შედგა. 2022 წლიდან კი ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

სწორედ გურამ კაშიას კაპიტნობით გავიდა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც დებიუტანტი გუნდი მერვედ ფინალშიც გადავიდა.

კაშიას ცოლი და ერთი შვილი, ალესანდრა ჰყავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×