რეზონანსი
06.07.2024

როგორც „დღის ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის შედეგად, ქალაქს 14 ახალი, უნიკალური, ექსკლუზიურად რუსთავისთვის შექმნილი ქანდაკებები შეემატება,

მისივე თქმით, რუსთავის მერიამ წელს აღადგინა მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის გამართვის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა.

„90-იან წლებში, რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე უცხოელი მოქანდაკეები ქართველ მოქანდაკეებთან ერთად ამზადებდნენ ქანდაკებებს, რომელიც შემდეგ ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობა გახდა.

ახალთან ერთად, გუნდმა ძველი ტრადიციების აღდგენაც არ დავივიწყეთ და წელს აღდგა ძალიან მასშტაბური პროექტი, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც ქართველ მოქანდაკეებთან ერთად უცხოელი მოქანდაკეები მონაწილეობდნენ.

რუსთავს გაგვიმართლა - ქანდაკებების შერჩევის პროცესში მთელი ქალაქი ვიყავით ჩართული. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, ახლა გვაქვს 14 ახალი, უნიკალური, ექსკლუზიურად რუსთავისთვის შექმნილი ქანდაკებები, რომელიც ჩვენს სკვერებს, ქუჩებს დაამშვენებს.

თუ სად განთავსდება ქანდაკებები, ამასაც მთელი ქალაქი ერთად გადავწყვეტთ. ძალიან გვიხარია, რომ ტრადიცია აღდგა და ასევე გვახარებს, რომ ძალიან დიდი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის ცნობილი მოქანდაკეების ძალიან ლამაზი, კონკრეტულ თემაზე შექმნილი ქანდაკებები", - განაცხადა ლაცაბიძემ.

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ტრადიცია აღდგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×