რეზონანსი
23.06.2024

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. გავრცელებული ცნობით, ხუთი ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება, დანარჩენმა დაშავებულებმა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

სევასტოპოლზე სარაკეტო იერიშის შედეგად 124 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის 27 ბავშვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 20-ზე მეტი ეკიპაჟი. სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებამ 24 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განზრახ სარაკეტო დარტყმაზე სევასტოპოლზე.

არსებული ინფორმაციით, სევასტოპოლი „ატაკამსის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით დაიბომბა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×