რეზონანსი
04.07.2024

რაც კობახიძეს თავისუფლების მოედანზე ქართველმა ხალხმა დამართა, თავმოყვარე ადამიანი ამის შემდეგ საქართველოს სახელით არ უნდა საუბრობდეს. პოლიტიკოსისთვის ამაზე მეტი სიცხადე კიდევ რა შეიძლება იყოს? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც აშშ-სთან პოლიტიკის გადატვირთვას ეხებოდა.

მისი თქმით, კობახიძის ადგილზე, თავმოყვარე ადამიანი თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინციდენტის გამო გადადგებოდა.

„მე ვწუხვარ ამ ადამიანის გამო, რაც მას გადახდა თუნდაც ბოლო დღეებში, როცა ხალხმა ადეკვატური პასუხი გასცა. ამის შემდეგ საერთოდ რატომ აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს სახელით ისაუბროს. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, ერთი კონკრეტული ადამიანია, რომელიც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას, ფინანსურ რესურსებს და მას, როგორც ჩანს, ამის გარეშე არ შეუძლია, თორემ, თავმოყვარე ადამიანი, მას შემდეგ, რაც მას თავისუფლების მოედანზე დაემართა, ცხადია თანამდებობაზე არ უნდა იყოს. კიდევ ბევრი მიზეზია, თუმცა ეს ბოლო მაინც განსაკუთრებულია. პოლიტიკოსისთვის ამაზე მეტი სიცხადე კიდევ რა შეიძლება იყოს?" , - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×