რეზონანსი
06.07.2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე ბულინგის კამპანიას აფასებს. მისი განცხადებით, ამ ადამიანების ბულინგი უზნეობაა.

„მადლიერება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას ითვალისწინებს და ბულინგი ამ ადამიანებზე არის უზნეობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და სამწუხაროდ, ახასიათებთ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებული არიან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების გარშემო. ეს არის ძალიან სამწუხარო", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან" ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს" და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო") გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×