რეზონანსი
24.06.2024

22 მა­ისს რუს­თავ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 27 წლის მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცოლი და სი­დედ­რი - მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და ინგა ბე­გაშ­ვი­ლი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, სკვერ­ში მოხ­და, სა­დაც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი და სი­დედ­რი 9 თვის ჩვილს ეტ­ლით ასე­ირ­ნებ­და.

გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა, ის და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"კუ­რი­ე­რი P.S.-მა" მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ფი­რაშ­ვი­ლის 112-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის ჩა­ნა­წე­რი მო­ი­პო­ვა. ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ მკვლე­ლი თა­ვად იყო.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე­რი­ას­თან ორი გვა­მია... მკვლე­ლი მე ვარ. გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი ვარ. ჩემი მე­უღ­ლე, ბავ­შვი და სი­დედ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­დი­ოდ­ნენ და ცოლი და სი­დედ­რი დავ­ხო­ცე" - ამ­ბობს ზა­რის დროს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან და სი­დედრთან ერ­თად კლი­ნი­კა­ში თა­ვა­დაც იყო მი­სუ­ლი, რად­გან შვი­ლის­თვის კვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­საც, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში, მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძის, ინგა ბე­გაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლის მის­ვლას ასა­ხავს.

"სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა და­ტო­ვეს გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილ­მა და მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძემ, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ შო­რის მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ამის შემ­დეგ მა­რი­ა­მი მარ­ტო შებ­რუნ­და კლი­ნი­კა­ში, ფი­რაშ­ვი­ლი მათ გა­რეთ ელო­დე­ბო­და გას­ვლას, რომ მათ­ზე თავ­დას­ხმის­თვის ხელ­საყ­რე­ლი დრო შე­ერ­ჩია. და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია გენ­დე­რის ნიშ­ნით, რაც ნიშ­ნავს, რომ მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძეს გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი პი­რად სა­კუთ­რე­ბად გა­ნი­ხი­ლავ­და. ქალ­ბა­ტონს სურ­და მშობ­ლი­ურ ოჯახ­ში და კავ­ში­რი გა­ე­წყვი­ტა მე­უღ­ლეს­თან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო ის, რომ სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო მე­უღ­ლის მხრი­დან" - ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

მოკ­ლუ­ლი მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძის უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბის გარ­და, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ადას­ტუ­რებს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლის დედა. ქე­თე­ვან სუ­ჯაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს:

"ვფიქ­რობ, რომ გი­ორ­გი მა­მის გავ­ლე­ნის­გან ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მკვლე­ლო­ბის­კენ ამან უბიძ­გა, გი­ორ­გის სულ ეუბ­ნე­ბო­და ცოლს და­შო­რე­ბო­და. ერთ-ერთი ჩხუ­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მის­თვის გი­ორ­გის უთ­ქვამს, რომ იუ­რი­დი­უ­ლად ბავ­შვი ჩვენ გვე­კუთ­ვნი­სო. ვფიქ­რობ, რომ მა­მის დიქ­ტა­ტო­რულ­მა ქცე­ვამ უბიძ­გა გი­ორ­გის მო­ეკ­ლა, ცოლი და სი­დედ­რი".

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილს ამ­ჟა­მად ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას უტა­რე­ბენ. საქ­მის გან­ხილ­ვა რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა.

რუსთავი2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×