რეზონანსი
23.06.2024

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა 100-მდე კი დაშავდა.

„ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა.

რამდენიმე რუსული „ტელეგრამ" არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×