რეზონანსი
27.06.2024

"რასაც ახლა ჩვენი თვალით ვხედავთ, საქართველოს ბელარუსიზაციაა. მათ ჰყავთ კრემლის პატიმრები და მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კრემლის პატიმარია. ისინი კლავენ დემოკრატიას, ამისათვის იყენებენ რუსულ კანონს, რუსულ დღის წესრიგს, რადგან ივანიშვილის უკან რუსეთი დგას. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ასე მოხდა ბელარუსშიც და შემდეგ თქვენ იცით, რა მოხდა იქ. მათ მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია და სრულად ჩაკლეს ქვეყნის დამოუკიდებლობა. ძალიან ბევრია ახლა სასწორზე, საქმე არ ეხება პოლიტიკას, საქმე საქართველოს არსებობას უკავშირდება.

მინდა, მივმართო ქართველ ხალხს - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მივიღებთ რეზოლუციას ამ რუსული კანონის წინააღმდეგ. დაიცავით თქვენი ქვეყანა, ეს უკანასკნელი ბრძოლაა. თუ ამას ახლა არ გააკეთებთ, დაკარგავთ არამხოლოდ თავისუფლებას, არამედ საქართველოს. თქვენ ამ პროცესის შეჩერება შეგიძლიათ. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ - უკრაინა, ევროპა და ყველა, ვინც დემოკრატიას იცავს, მაგრამ თქვენ მაგივრად ვერ ვიბრძოლებთ."

თქვა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×