რეზონანსი
22.06.2024

პირველ რიგში, მოველოდი ძნელი თამაში გვექნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან თამაშისას ბევრი ძალა დაკარგეს ფეხბურთელებმა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიხეილ აშვეთიამ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ის ემოციური მხარე, რაც თავიდან იყო თურქეთთან 20-25 წუთი, ინერვიულეს ბიჭებმა. შემდეგ თურქეთის თამაშში გამოვასწორეთ ეს ყველაფერი და მეც ველოდი, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, ეს თამაში უფრო ძნელი იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ტანმაღალი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მაგაში დაგვჯაბნეს, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, რაც იყო, კარგად იბრძოლეს ბიჭებმა, გული და სული ჩადეს ვინც იყო მოედანზე და ვინც შეცვლაზე შევიდა. ის მომენტი, ბოლოს რაც საბას ჰქონდა, ალბათ ყველაზე მეტად საბა განიცდის, მაგრამ ეს ფეხბურთია, მეც თავდამსხმელი ვიყავი.

გამოუცდელობის ბრალიც იყო, არ ვიტყვი, რომ საბა ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში იყო, შეცვლაზე შევიდა, ცოტა ეს ფონიც იყო. როგორც თავდამსხმელი ვიტყვი, რომ ძალიან რთულია ასეთ მომენტში გოლის გატანა. თუ დავაკვირდებით ჩაკვეტაძის გადაცემას, იქ ბურთი აუხტა საბას და ამიტომ წავიდა ბურთი ზემოთ. დარწმუნებული ვარ, ვარჯიშზე საბა და სხვა ფეხბურთელებიც ათიდან ათივეს გაიტანენ ასეთ მომენტში. მეკარემაც სწორად იმოქმედა, სწორად დადგა ეპიზოდში და შეუშალა ხელი.

გარედან ძნელია შეფასება. ჩვენ, როგორც მწვრთნელები ამ მომენტში ალბათ როგორც გულშემატკივარი ვართ. ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო, პირველ რიგში ჩაკვეტაძის არდაყენება და დავითაშვილის, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩეხეთი ძალიან სწრაფი გუნდია და ფიზიკურად ძლიერი, ჩაკვეტაძემ თურქეთთან ძალიან კარგი თამაში ითამაშა, ბევრი ძალა დახარჯა. ამიტომ, ალბათ ერთ-ერთი ტაქტიკური ცვლილება იყო ეს, რომ უფრო დავითაშვილი დააყენა, დასვენებული ფეხბურთელი, რომელსაც კარგი თამაშები ჰქონდა თავის გუნდში და ამიტომ, ყველას მისცა შანსი თანაბრად გადაენაწილებინა. ის გოლი რომ გასულიყო ბოლოს, ალბათ ჩაკვეტაძის დამსახურება იქნებოდა და მწვრთნელს არავინ გააკრიტიკებდა", - აღნიშნა მიხეილ აშვეთიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×