რეზონანსი
22.06.2024

უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას, - განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ვერც ერთ კომპონენტში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, თუ არ ფიქსირდება ხელისუფლების და ხალხის ერთიანობა. ამ მხრივ საქართველოში მართლაც კარგი ვითარებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, ძალიან ბევრი ქვეყანა დაჟინებით ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ფაქტობრივად, მეხუთე კოლონა, უცხოური აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან დაკვეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული. ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას. ცალკეულ მონაცემებში ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცე, კორუფციის დაბალი დონე. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმას, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას და 12 წლიანი გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×