ნატალია ჯვარიძე
18.06.2024

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანტთნ ერთად, კომპანია „ჯორჯიან ენდ ფაუერის" (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. მათივე ცნობით, სოფელ წიწამურთან ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.

პრესსამსახურის განმარტებით, თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობათან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონოდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის, ასევე წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდო.

„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში წყალმომარაგება სწრაფად აღდგეს, იქამდე კი მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მუნიციპალიტეტი მზადაა, ჯორჯიან ენდ ფაურს ტექნიკით თუ სხვა რამით დავეხმაროთ, რათა მოსახლეობას წყლის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს", - განაცხადა კალაძემ

GWP-ის წარმომადგენლებმა მერს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 00 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახელობა სასმელი წყლით მომარაგდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს.

ეს 63 00 აბონიმენტი, მაქსიმუმ 1 კვირის მანძილზე სასმელ წყალს გრაფიკით მიიღებს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×