რეზონანსი
21.06.2024

მუსიკოსი გიორგი სუხიტაშვილი ერთი ამბის შესახებ წერს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო თამაშს ეხება.

“ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, სულ ცხელ–ცხელია, ახლა გავიგე. მე სოფელში ვარ და  თბილისში, კორპუსში სადაც ვცხოვრობ, იმ სამეზობლოს ჯგუფში დაიწერა ეგეთი ამბავი:

მოგეხსენებათ, პირველი თამაშია ევროპის ჩემპიონატზე, იცით, ხომ მთელ ქვეყანაში რა განწყობაა, რა ზეიმია, კორპუსის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს დააყენონ ეკრანი, შეიკრიბნონ და პროექტორით გაუშვან, თამაშს ერთად უყურონ.

ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე პირველად, ჩვენს ისტორიაში. სამეზობლო უყურებს ამ თამაშს და ვიღაცამ, მეზობლები ხმაურობენო და პატრულში დარეკა… თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა, პატრულში დარეკა, მეზობლებიო ხმაურობენო” – დაწერა მსახიობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×