რეზონანსი
22.06.2024

2024 წლის იანვარ-მაისში, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის, პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაშია საუბარი.

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, ჩვენი ქვეყნიდან ყირგიზეთში 360.163 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიან ექსპორტში 15.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2023 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, ზრდამ 70.9 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი შედეგია ექსპორტიორ ქვეყნებს შორის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ექსპორტიორ ქვეყნებში ჩვენი მეზობელი სომხეთი ლიდერობდა, თუმცა წელს სომხეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება 37.5 პროცენტით შემცირდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. წელს მთლიან ექსპორტში სომხეთის წილი 14.4-დან, 9.9 პროცენტამდეა შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ სომხეთში თითქმის იმდენივე ღირებულების ექსპორტი(360.233 მლნ. დოლარი) განახორციელა, რაც წელს ყირგიზეთში(360.162 მლნ. დოლარი).

გთავაზობთ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულს 2024 წლის იანვარ-მაისის ექსპორტის მიხედვით:

ყირგიზეთი - 360.162 მლნ; ყაზახეთი - 274.769 მლნ; რუსეთი - 273.096 მლნ; აზერბაიჯანი - 253.617 მლნ; სომხეთი - 225.007 მლნ; თურქეთი - 176.275 მლნ; ჩინეთი - 113.727 მლნ; უკრაინა - 48.186 მლნ; უზბეკეთი - 43.761 მლნ; შვეიცარია - 43.210 მლნ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×