რეზონანსი
22.06.2024

„თუ თხილის მოსავლიანობას ავამაღლებთ, წლევანდელ 13.1 მილიონ კილოგრამ წარმოებას, 25.2 მილიონამდე გავზრდით", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა დაჩი მუჯირიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დაახლოებით, 72 000 ჰექტრტარი თხილის ბაღებია, აქედან 45 000 ჰექტარი არის მცირე ბაღები, რაც იმაზე მიგვითითებს რომ ბაზარზე ფრაგმენტაციაა. მისივე განმარტებით, ამას ის შედეგი მოჰყვება რომ მსოფლიო საშუალოსთან შედარებით საქართველოში მოსავლიანობა ძალიან დაბალია - შედარებისთვის რომ ვთქვათ, მსოფლიოს საშუალო არის 1.14 ტონა ჰექტარზე, ხოლო საქართველოში 0.62 ტონა ჰექტარზე.

კითხვას, იმისათვის რომ საქართველომ მსოფლიოს საშუალოს მიაღწიოს ამ ჰექტრების გამსხვილება სჭირდება? - მან უპასუხა, რომ - არა.

"თუ მოსავლიანობის ამაღლებას მოვახერხებთ, წლევანდელ 13,1 მილიონ კილოგრამ წარმოებას გავზრდით 25,2 მილიონ კილოგრამ წარმოებამდე. არ არის აუცილებელი გამსხვილება, ამაზე ექსპერიმენტი უკვე ჩატარებულია. თუ სწორად შეწამლავენ და ძალიან მარტივ პროცედურებს ჩაუტარებენ თავიანთ ნათეს ფართობს ძალიან მარტივად მიიღწევა მსოფლიო საშუალო.

საქართველოსთვის მთავარია საექსპორტო ბაზარი არის ევროპა, რაც კარგია რადგან ევროპაში გატანილი თხილი ძირითადად უფრო ძვირია ვიდრე სხვა ქვეყნებში გატანილი. მაგრამ სექტორს თუ ზრდა უნდა აუცილებელია ეს წილი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ხარისხია. იმისთვის, რომ ევროპაში თხილი გავიტანოთ ხარისხი უნდა მოვამატოთ და სწორედ ამისთვის არის საჭირო განვითარება, როგორც წარმოების შესწავლა და შენახვა. ეს ითვალისწინებს თხილის საშრობების შენებას. ეს სექტორს გათვალისწინებული აქვს და ასეთი საშრობების შენება ფინანსდება", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×