რეზონანსი
23.06.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გ.წ., ყაჩაღობისა და

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა

მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი

საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე

ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით

მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას

გულისხმობს", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×