რეზონანსი
05.07.2024

კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვიქტორ ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს, ასევე ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც.

„კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა რუსეთში, მოსკოვში. გვესმის, რომ ამჯერად ჩამოსული ხართ არა მხოლოდ როგორც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, არამედ როგორც ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანა", - მიმართა პუტინმა ორბანს.

როგორც რუსული მედია წერს, ორბანმა პუტინთან შეხვედრას განსაკუთრებული უწოდა.

ვიქტორ ორბანი რუსეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა. მოსკოვში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×