რეზონანსი
12.05.2024

ვახტანგ გომელაურმა შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აქციების დროს მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.

„მე ჩემს განცხადებაშიც ვთქვი, რომ არის ოპერატიული ინფორმაცია. სოცქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება - არ უნდა შევუშვათ ეს ადამიანები.

რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, თუ რა გააკეთეს პარლამენტის ჭიშკარზე, ახალგაზრდებიც იყვნენ. სამწუხაროდ, მეორე დღეს განცხადებები იყო, რომ პოლიციამ ძალა გადაამეტა, როდესაც გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ. წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ, კარებს გადმოანგრევდნენ და შემდეგ უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა. მათ შორის პოლიციელებიც დაშავდნენ. არ მინდა სახელი და გვარები დავასახელო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაგმეს, ეს როგორი გადამეტებული ძალა გამოიყენა პოლიციამ, როდესაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გარეთ არც გამოვსულვართ. შიგნიდან პოლიციამ პერიოდულად წყლის ჭავლი გამოიყენა", - განაცხადა გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×