რეზონანსი
31.05.2024

დიზაინერი ნინა ზარქუა, სოციალურ ქსელში მისი გამომწერის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ დაწერილი კომენტარის ირგვლივ აჟიოტაჟს ეხმაურება. როგორც „ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას და, ნინა ზარქუა აცხადებს, მისი კომენტარით კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები პროვოკატორობენ, თითქოს ნინა ზარქუა „გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგია.

„ამ ნაც-პოლიტიკოსს, ჩემი კომენტარი აუღია და პროვოკატორობს თურმე, თან ეს ვინმე კანდელაკი ის კაცი ყოფილა, ვისაც ევროსაბჭოში რეზოლუციისთვის მხარი დაუჭერია, სადაც საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში და ასეთი ადამიანი, ახლა ჩემს სქრინებს დასდევს და პროვოკატორობს!!

ყველასთვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: დიახ, არა რუსულ კანონს!! კი - ღირსებას!კი - გამჭვირვალობას და კი - ევროკავშირს!! წერტილი!", - დაწერა ნინა ზარქუამ „ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის საპასუხოდ.

რაც შეეხება სქრინს, რაც ოპოზიციურმა მედიამ და პოლიტიკოსებმა აიტაცეს და გაავრცელეს, ნინა თავის გამომწერს ასე პასუხობს:

„მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! „არა რუსულ კანონს"! დიდი და მკაფიო კი ევროპას!", - დაწერა ნინამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×