რეზონანსი
23.06.2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, ინდივიდუალური სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა მეორე ტალღაა მოსალოდნელი.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსს" განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია.

„აშშ-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სავიზო სანქციები დაუწესდა არა მხოლოდ მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრებსაც, „ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებსაც. ახლა ველოდებით სანქციების მეორე ტალღას, რომელიც ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს გულისხმობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბერი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია შეიცვლება თუ არა. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ" „რუსული კანონით" შეცვალა კურსი და ტრაექტორია. ამიტომ, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე რომ დარჩეს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ", - განაცხადა ფარულავამ.

მისი თქმით, დასავლური ქვეყნის არაერთმა ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ ე.წ. რუსული კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

ლაშა ფარულავას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იქნება მსჯელობა და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებული ვარ, ყველა დაელოდება არჩევნებს იმიტომ, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქართველი ხალხის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი აქცია ჩატარდა თბილისში, რომელიც მათ შორის, გამოხატავდა ქართველი ხალხის ნება-სურვილს, რომ გაგრძელდეს ევროინტეგრაცია, მაინც მთავარი იქნება 26 ოქტომბერი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრამდე გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და 26 ოქტომბერს თავად ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს საქართველოს მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, მთავრობაში დემოკრატიული ძალები მოვლენ და გააუქმებენ არა მხოლოდ „რუსულ კანონს", არამედ ქვეყანას წაიყვანენ წინ, ევროკავშირისკენ", - განაცხადა ფარულავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×