რეზონანსი
21.06.2024

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამოტოვებს.

ფეხბურთელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა გუნდთან ერთად დღესაც არ მიუღია.

კიტეიშვილმა ტრავმა 10 ივნისს მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც პირველ ტურში თურქეთთანაც არ უთამაშია.

შეხსენებისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×