რეზონანსი
30.06.2024

ჯოზეფ ბაიდენი უახლოესმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მრჩევლებმა შეიძლება დაარწმუნონ, რომ ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერის დარწმუნებას ცდილობენ პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, პრეზიდენტის უმცროსი და ვალერი ბაიდენი, დიდი ხნის მეგობარი და რეგულარული მრჩეველი ტედ კაუფმანი, ასევე, თეთრი სახლის მრჩეველთა მცირე ჯგუფი.

„დემოკრატების" მიერ კანდიდატის შესაძლო შეცვლის შესახებ მსჯელობა ბაიდენსა და ტრამპს შორის ორი დღის წინ გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ დაიწყო, რომელსაც ამერიკულმა მედიამ დემოკრატებისთვის „კატასტროფული" უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×