რეზონანსი
05.07.2024

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ყოფნის დროს, დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს დაურეკა, სადაც მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებაზე ისაუბრეს.

ობოლაძემ ზივზივაძეს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა.

„მგონი ახლა საბოლოოდ დამანებებენ თავს, ეს რომ ეთერში გავა" - აღნიშნა ობოლაძემ.

ბუდუ ზივზივაძემ კი ტელეწამყვანს ბოდიში მოუხადა:

„ჩვენგან თუ რამე იყო ბოდიში..." - უთხრა პირდაპირი ჩართვის დროს ფეხბურთელმა დიმა ობოლაძეს.

2 ივლისს, ტელეიმედის სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.

ვიდეოს მალევე გამოეხმაურა დიმა ობოლაძე, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

მოგვიანებით, თავად ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და ობო­ლა­ძე­ზე უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×