რეზონანსი
16.05.2024

ჩვენ ვიცით, რომ ეს აქციები ფინანსდება მისტერ ოფშორის - კეზერაშვილის მხრიდან. საზოგადოებას და საერთაშორისო აქტორების ნაწილს შევახსენებ, რომ კეზერაშვილი არის ის ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ BBC-ს საგამოძიებო ფილმში ვნახეთ, რომ ძარცვავდა ევროპელ პენსიონერებს. ასევე ვიცით, რომ კეზერაშვილს სავიზო სანქცია დაადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოტივი იყო ფულის გათეთრების საკითხი, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც თბილისში გამართულ აქციებს შეუერთდნენ პასუხი საკუთარ ქვეყნებში პენსიონერების წინაშე უნდა აგონ.

„ახლა, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ და გუშინწინ იყვნენ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ და დაორგანიზებულ აქციებზე, საკუთარ ქვეყნებში რომ დაბრუნდებიან, პასუხი გასცენ საკუთარ პენსიონერებს, რომ მათგან ნაძარცვი ფულით დაფინანსებულ აქციებში მიიღეს მონაწილეობა. ამით მარტო დიპლომატიას კი არ მიაყენეს შეურაცხყოფა, პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს და გაძარცულ, დაზარალებულ პენსიონერებს მიაყენებს შეურაცხყოფა, ვისაც სიბერე კეზერაშვილის ნაირმა კრიმინალებმა გაუმწარეს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×