რეზონანსი
27.06.2024

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან" განაცხადა. ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ვასრულებდით

სამხარაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა.

„ჩვენ ვზეიმობთ 10 წლისთავს. ამ 10 წლის განმავლობაში საქართველომ არნახულ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაზე მთავარი და აღსანიშნი არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ასევე უვიზო მიმოსვლა, საბოლოო ჯამში, ასევე კანდიდატის სტატუსი. ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ვასრულებდით", - აღნიშნა სამხარაძემ.

შეთანხმება 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა და, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×