რეზონანსი
06.06.2024

ეს ადამიანები არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამ ეტაპზე მოფარებული აქვთ უბრალოდ ევროკავშირის დროშა და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა" არის ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა, - ასე შეაფასა რატი ბრეგაძემ ის ფაქტი, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილმა MEGOBARI აქტის ავტორ კონგრესმენს მადლობის წერილი გაუგზავნა. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკოსების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყნის დასანქცირებაში ფული გადაიხადა.

„ჩვენ ვიხილეთ იგივე FARA-ს მეშვეობით, რომ სააკაშვილს, რომელიც არის მთელი ამ ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის ბელადი, ფული აქვს გადახდილი იმაში,რომ დაერწმუნებინათ კონგრესმენები საქართველო დაესანქცირებინათ. გესმით, რაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც იყო სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ფულს იხდიდა იმაში, რომ როგორმე საქართველო დაესანქცირებინათ. ადამიანები, რომლებისთვისაც უპირატესი არის სხვა სახელმწიფოს და არა საკუთარი სამშობლოს ინტერესების გატარება, რა თქმა უნდა, ყველაფერს იკადრებენ. არცერთი თავმოყვარე ადამიანი და თავმოყვარე პოლიტიკოსი, მთავარსარდალი თუ ნებისმიერი სხვა პირი არ იკადრებს იმას, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს გახდეს საკუთარი სახელმწიფოს ოპოზიციონერი", - განაცხადა ბრეგაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×