რეზონანსი
06.06.2024

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება.

"ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს. რეალურად, თუ შეხედავთ იმას თუ საიდან იყოს ეს კანონი შთაგონებული, ვფიქრობ, ეს სხვა ქვეყნიდან იყო, რომელმაც ამ კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. რუსეთმა მიიღო ამ კანონის თავისი ვერსია და ნათელია, რომ იმ კანონის მოდელი იყო, რომელიც საქართველომ მიიღო.

ასე რომ, ჩვენი ქმედების საფუძველია ის, რომ დავინახეთ საქართველო როგორ არბევს საკუთარ ხალხს, არბევს დემოკრატიულ განსხვავებულ აზრს, და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ცვლის გზას, რომელზეც იყო - ევროკავშირისკენ, დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ.

საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. მაგრამ საშუალებას არ მივცემთ შეერთებულ შტატებში შემოსვლის უფლებას ხალხს, გავაგრძელებთ ფინანსური სისტემის გადახედვას, რომელსაც საქართველოს ვაწვდით. და ეს ყველაფერი პოტენციალურად საშიშროების ქვეშაა თუ საქართველო არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ინტერესებსა და ღირებულებებს, რომლებსაც აქამდე გამოხატავდნენ," - განაცხადა მილერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×