რეზონანსი
02.07.2024

ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად არიან, მაგრამ  სანქციებზე მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა.

„ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე უფრო მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება.

ყველა შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით რა ბრალდებებიც იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაქარწყლდა. გვაბრალებდნენ, რომ სააკაშვილი წამებული იყო, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ასე არ არის; საქართველოში შავ ხვრელებს ეძებდნენ და მათივე წარმომადგენლებმა თქვეს, ეს ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამებაო; ამბობდნენ, ოპოზიციის დევნა არისო და ნახეს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და პოლიცია როგორ ღირსეულად იქცეოდა. გადატვირთვა თუ უნდათ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×