რეზონანსი
06.06.2024

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში," - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით ხელისუფლებას სურს დაიცვას ქვეყნის ტრადიციები, სარწმუნოება და ახალგაზრდები მავნე ზეგავლენისგან.

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში.

ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვინმეს ცხოვრებაში ჩარევას. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ პერიოდულად ამბობენ, რომ დებულებები, რომელიც ჩაწერილია კანონში მიესალმებიან, მაგრამ მხარდაჭერაზე თავს იკავებენ. სავარაუდოდ დასავლეთიდან უფროსების ბრძანებას ელოდებიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×