რეზონანსი
16.05.2024

ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. ჩვენ, დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის, ასევ ვთქვათ, აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული, მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.

„მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული, მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხარო ფაქტია და ჩვენ ნამდვილად, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×