რეზონანსი
16.05.2024

ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ ის 17 მაისს უერთდება საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველომ ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, თუ სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი. მისი თქმით, სწორედ ქართულ იდენტობაში, ოჯახის პატივისცემაში, კულტურასა და რწმენაშია საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების და გადარჩენის გასაღები.

"ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!

პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები!

ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა!

სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!", - წერს მამუკა მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×