ელზა პაპოშვილი
12.06.2024

ვიდეოკადრებით და ფოტოებით შანტაჟის კიდევ ერთი უმძიმესი აფქტი, სადაც 13 წლის გოგონა ფიგურირებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი 19 წლის კაცი დააკავეს. ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭმა  გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ "FACEBOOK-ის" საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო და გაცნობიდან მალევე მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი. 

დაკავებულმა დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, მოგვიანებით, გოგოს 17 წლის დასა და მამინაცვალს გაუგზავნა არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის ვიდეო, ასევე დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალას მათ სხვა ნათესავებს გადაუგზავნიდა. ოჯახმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს.   

„ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს და ყოველ დღე საუბრობდნენ.  კონტაქტობდნენ „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით და  ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, გოგონა აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა. 

ამის შემდეგ კი 2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. 

უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები. რის შემდეგაც ოჯახმა პოლიციას მიმართა და სწრაფი რეგირების შედეგად მამაკაცი დაკავებულია", - ვკითხულობთ საგამოძიებო მასალებში. 

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×