რეზონანსი
17.05.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ოჯახური ტრადიციები არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება.

,,გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც მამა-პაპათაგან გადმოგვეცა და ჩვენც ათასწლეულები სიამაყით ვატარებთ. ეს არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება.

ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ მშვიდობას ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×