რეზონანსი
06.06.2024

შინაარსითა და სულისკვეთებით ეს არის სრულიად იდენტური კანონმდებლობა, რომელიც დღეს უკვე გააჩნია საფრანგეთს, აქვს საქართველოს, ექნება თურქეთს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ კანადაში მიმდინარეობს. ასევე ეს კანონი მიიღო ავსტრალიამ, ისრაელს, აშშ-სა და ბევრ ქვეყანას.

„საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს, ფრანგულ საზოგადოებას თუკი სჭირდება გარე, უკანონო ჩარევებისგან დაცვა, ასევე დემოკრატიის დაცვა - სწორედ დემოკრატიის დაცვის ეგიდით ხდება ყველგან და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, იგივე წესი სჭირდება ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

138 ხმით 10-ის წინააღმდეგ - საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის. კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში, რომელსაც მართავს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. კანონის ინიცირებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია უცხოური ჩარევის სხვადასხვა რისკი და მათგან თავის არიდების გზები. კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×