რეზონანსი
16.05.2024

ერთდღიანი აპოკალიფსი ხომ მოაწყვეთ და 90-იან წლებს ნატრულობდით, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგო დაგეკმაყოფილებინათ?! ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში! - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა.

ქადაგიძის თქმით, ბლუმბერგზე ლარი მყარდება და დროებითი რყევები სტაბილურდება. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სერიოზული რეზერვები გააჩნია და ნებისმიერ დროს აქვს საშუალება, ინტერვენციისა და ხელოვნური პანიკის აღმოფხვრის პრევენციის.

„ერთდღიანი აპოკალიფსი ხომ მოაწყვეთ და 90-იან წლებს ნატრულობდით, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგო დაგეკმაყოფილებინათ?!

ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში!

ბლუმბერგზე ლარი მყარდება, დროებითი რყევები სტაბილურდება.

მთავარია, რომ საქართველოს სერიოზული რეზერვები გააჩნია და ნებისმიერ დროს აქვს საშუალება, ინტერვენციისა და ხელოვნური პანიკის აღმოფხვრის პრევენციის.

სამწუხაროდ, ავარდნა სწრაფად ხდება-ხოლმე და მთავარია, ტენდენცია გადატეხილია", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×