რეზონანსი
16.05.2024

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული

მთავრობის მეთაურის თქმით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

„ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს უქმე დღედ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება. სწორედ, მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში, შეიძლება მივაღწიოთ დიდ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს და სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ,"- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×