რეზონანსი
01.07.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გულემატკივებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან ესპანეთთან გამართული მატჩის შემედგ ისაუბრა. მან ისაუბრა მოედანზე გატარებული მცირე დროის შესახებაც.

"პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვინც აქ იმყოფებოდა და ვინც საქართველოში იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ვეტყვი, რომ იამაყონ ამ გუნდით, იმიტომ, რომ მართლაც საამაყო გუნდი გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ არ ისტორიის და გუნდის ნაწილი ვარ. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნად, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, ძალიან მადლობელი ვარ მისი. 

ძალიან დიდი გამოცდილება იყო. კიევ უფრო გაიზრება ნაკრები ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და მომავლისთვის დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. 

ცოტა ხანი დავისვენებ და შემდეგ უკვე ჩემპიონატებს დაუბრუნდება ყველა ფეხბურთელი", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×