რეზონანსი
26.06.2024

მეუფე დავითმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა გუშინდელი სტიქიის შემდეგ, მონასტრის ტერიტორია დაათვალიერა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, არც ერთი სახურავი გადარჩენილი არ არის:

"დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა- ნაგებობას" - თქვა მიტროპოლიტმა.

ძლიერი ქარიშხალი კახეთში, სოფელ ალავერდში გუშინ მოულოდნელად ამოვარდა და სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია დააზიანა. ზარალი მიადგა სოფლის მოსახლეობასაც. დაშავდა ორი ადამიანიც.  

ალავერდი მონასტრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, სადაც ნათქვამია, რომ სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×