რეზონანსი
12.06.2024

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო სტაბილურ და მშვიდ პოლიტიკას, მშვიდობას ქვეყანაში, რათა ეკონომიკამ განვითარება შეძლოს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„მსოფლიო ბანკი დიდწილად ეყრდნობა ყველაზე უფრო სანდო მონაცემებს, შეფასებებს და ანალიტიკას, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკის ირგვლივ. უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მანამდე ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც იყო საკმაოდ მაღალი. მე ვგულისხმობ 4 თვის მაჩვენებლებს, სადაც აპრილში დაფიქსირდა ორნიშნა ზრდა, რამაც, თავის მხრივ, ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელზე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. ბევრ შემთხვევაში, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით საქართველოს შესაძლოა არ ჰქონოდა მიმდინარე წელს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ფაქტებმა საპირისპირო აჩვენა.

ბიზნეს აქტივობას ქვეყანაში რაიმე ტიპის სოლიდური შეფერხება არ ჰქონია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო სტაბილურ, მშვიდ პოლიტიკას, მშვიდობას ქვეყანაში, რათა ეკონომიკამ განვითარება შეძლოს. სწორედ ამაზე არის გაკეთებული მსოფლიო ბანკის აქცენტი, რომ მთავარი რისკი, რომელიც დღეს შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს, არის საერთაშორისო დაძაბულობიდან გამომდინარე ამის გადმოდება ქვეყანაში. ანუ, მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ სწორედ მშვიდი და სტაბილური პოლიტიკით. ინვესტორები თავს გრძნობენ დაცულად და ამ ქვეყანამ გაუძლო არაერთი ტიპის ზეწოლას და მიუხედავად ამისა ვითარება არის სტაბილური“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×