რეზონანსი
01.07.2024

ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.

მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ – 27,98%-ით, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა.

ამასთან, პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, როგორ გადანაწილდება 577 საპარლამენტო მანდატი ეროვნულ ასამბლეაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×