რეზონანსი
03.07.2024

ფოთში აფროსნობის ტრადიციის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო განსავითარებლად ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე, აფროსანთა კლუბი ნავსადგურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სადაც ფოთელი ახალგაზრდები სრულიად უფასოდ ეუფლებიან სპორტის ამ სახეობას. სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ, როგორც ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ შეჯიბრებებში, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში.

„ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის მიმართ ინტერესის გაზრდასა და სპორტული ტურიზმის რუკაზე ადგილის დამკვიდრებას.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის" დირექტორთან შეხვედრისას განვიხილეთ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, აფროსნობის ინფრასტრუქტურის გადმოტანა საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან კუნძულის სანაპიროზე", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×