რეზონანსი
03.07.2024

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების 93% მეტი გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების ერთი შემთხვევა.

„პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის დაგვიანების ერთი შემთხვევა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×