რეზონანსი
17.06.2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა თაობის ნატვრა იყო, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ და ეს ნანატრი დღეც დადგა.

თეა წულუკიანმა ეროვნული ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

„მინდა, პირველ რიგში ჩვენს ნაკრებ გუნდს ფეხბურთში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო, უკვე ხვალიდან იწყება ისტორიული ასპარეზობა, ამ ჩემპიონატზე გამოსვლა. დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და არ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ ყველა თაობის ნატვრა იყო, ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ, ეს ნანატრი დღეც დადგა.

ყველა თაობის, ყველა ასაკის ადამიანი, განურჩევლად წარმომავლობისა და სქესისა, დაწყებული სულ პატარებიდან, ჩვენი ხანდაზმულებით, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს და დარწმუნებულიც ვართ, რომ ისინი არაერთ გამარჯვებას დადებენ და საქართველო მათით მორიგჯერ იამაყებს. დიდ წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×