რეზონანსი
18.05.2024

აბსოლუტურად სწორია ის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს და რაღაც კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული - სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებაზეა", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

ვაშაძის თქმითვე, „პროტესტის მთავარი მნიშვნელობა არის ის, რომ ფხიზლად იყვნენ დასავლელი პარტნიორები, მუდმივი რყევა იყოს იმ რეჟიმის, რომელიც ქვეყანაშია დამყარებული და ასევე, მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანის, ვის წინააღმდეგაც გამოძიებას იწყებენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს".

„პირველ რიგში, აბსოლუტურად სწორია ის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს და რაღაც კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული. მეორე - „ქართული ოცნების" არგუმენტები ბოლომდე დასრულებულია, რადგან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აბსოლუტური კონსენსუსია. მესამე - სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა". საზოგადოებასაც მყარი პოზიცია აქვს ამ საკითხზე. ჩვენ გვჭირდება, კანონის ბედის მიუხედავად, დიდი ცვლილებები, რომ შევაბრუნოთ საქართველოს განვითარების მიმართულება ევროკავშირისკენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს დიდი პოლიტიკური ერთობა, რომელიც დარაზმავს საქართველოს და ეროვნულ მუხტს გარდაქმნის გამარჯვების მუხტში.

„ოპოზიციას ერთმანეთთან კოორდინაცია აქვს. მესმის, რომ საზოგადოების დაკვეთაა, რომ საერთო ოპოზიციური ერთობა შედგეს, რომელიც ხალხთან ერთად გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. მე სრულად ვემხრობი ამას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს დიდი პოლიტიკური ერთობა, რომელიც დარაზმავს საქართველოს და ამ ეროვნულ მუხტს გარდაქმნის გამარჯვების მუხტში, რომელიც აუცილებლად გვჭირდება არჩევნების დღეს",- განაცხადა ვაშაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×