რეზონანსი
26.06.2024

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი მხოლოდ, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრების შესახებ.

„ვენეციის კომისია სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა. ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს მოუწოდებენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ახლა გამოვიდეს ოპოზიცია თავისი ლგბტ დროშით და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თუ არა. ამას ისინი ვერ გაექცევიან და ვერც გაექცნენ დღემდე იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი მხოლოდ, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვენეციის კომისიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტზე გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელშიც წერია, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×