რეზონანსი
26.06.2024

მასწავლოს ვინმემ ან ჩვენმა ოპონენტებმა, როგორ დავარწმუნო ფრანგი, კანადელი და ამერიკელი კოლეგები, როცა გამჭვირვალობის შესახებ ანალოგიური კანონი მათ ქვეყანაშიც მუშაობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ყველამ ყველაფერი კარგად იცის".

„რაში დავარწმუნო ჩემი ფრანგი მეგობარი, რომელთანაც ხშირად ცალმხრივი მეგობრობა გამომდის, რომ მანაც მიიღო ეს კანონი? დედას გეფიცები, შენც მიიღე ეს კანონი, თუ როგორ ვუთხრა? რა ავუხსნა ფრანგ კანონმდებელს, რომ შენც მიიღე ეს კანონი, შენ საფრანგეთში ცხოვრობ, ფრანგი ხარ, მარტივ ჭეშმარიტებაზე ველაპარაკო? იგივე კანონი გაცილებით მკაცრი ფორმით რომ მიიღო ფრანგმა დეპუტატმა, მე დავარწმუნო ამაში? გეხვეწები, დარწმუნდი, ჩემო ფრანგო კოლეგავ, შენ გენაცვალე, რომ შენც მიიღე ასეთი კანონი, ამაში როგორ დავარწმუნო? დარწმუნებული არ არის ისედაც? ჩემი კანადელი კოლეგა როგორ დავარწმუნო, რომ მანაც მიიღო? ჩემი ამერიკელი კოლეგა, სენატორი ან კონგრესმენი როგორ დავარწმუნო, მასწავლოს ვიღაცამ ან ჩვენმა ოპონენტებმა, როგორ დავარწმუნო სენატორი ან კონგრესმენი, რომ მათ ქვეყანაშიც მუშაობს ანალოგიური კანონი? რა დარწმუნება უნდა, არ იცის? ესე იგი, არ დარწმუნდა რაღაცაში. ე.ი. არდარწმუნება თუ არის სწორი, რაღაც ინტერესია ამის უკან და ეს ინტერესი არის ერთადერთი - სხვამ უნდა მართოს საქართველოს ხელისუფლება და საქართველო. მეტი ინტერესი ვერ იქნება. როცა ეტყვის, უნდა ჩაერთოს ომში, როცა ეტყვის, უნდა მივიდეს და სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ტრენდს აყოლა. დააზიანებს საქართველოს 10-15 პროცენტით, რუსეთს - 0.3 პროცენტითაც კი ვერ, მაგრამ უნდა დააზიანოს, რადგან მარტივად შეიძლება მერე ხელისუფლების გამოცვლა და მეორედ თუ ეტყვის, კიდევ ომში ჩართავს. ეს ინტერესია.

თუ ასე არ არის, მაშინ აქეთ მიპასუხოს ნებისმიერმა, რატომ ვერ რწმუნდება ჩემი კოლეგა რომელიმე ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, რომ მათთანაც არის ასეთი კანონი? რაში დავარწმუნო, რომ ეს პარლამენტია, რომ იქ კონგრესია, რომ იქ სენატია. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ, ჩვენ ვეუბნებით, ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, დაანებეთ აგენტებს თავი. მეგობრები რაღაცებზე ვერ მოგყვებით, ამ ქვეყნის თვითმკვლელობაზე ვერ მოგყვებით, დანარჩენში მოვდივართ ყველაფერზე. თუ გინდა, რომ შევიდე რაღაც ბრძოლაში, შენი გარანტიები მითხარი, ნუ გაღიზიანდები ამაზე. შეიძლება, ბრძოლაშიც შემოგყვე, ისეთ ბრძოლაში, სადაც რისკები იქნება. შენი გარანტიები მითხარი და ამაზე ღიზიანდები. ამ სიტყვებს შემთხვევით არ ვამბობ. ნუ ღიზიანდები ამაზე. ეს არის ჩვენი მოწოდება. კიდევ ერთხელ, ამ ქვეყანას ვერასდროს მართავს გარედან მართული ადამიანი ან ადამიანთა კრებული, საქართველო ყოველთვის იქნება დასავლეთის გვერდით, დასავლური მიმართულებით და ამავეს მოვითხოვთ გვერდით დგომის სახით და არა იმას, რომ სანქციებს გვიწესებენ ჩვენ, როცა „ნაცების" სანქციებზე ხმა არ ამოუღიათ. რა სანქციებზე მელაპარაკები, „ნაცების" დროს ერთი კაცი არ დაგისანქცირებია, რომელ სანქციაზე მელაპარაკები კანონის მიღების გულისთვის, რაც შენს ქვეყანაში გაქვს? ამაზე მასანქცირებ? მეტს კი არაფერს შვრებოდნენ „ნაცები". ამან ეს დააშავაო და კლავდნენ. გირგვლიანსაც დააბრალეს, რაღაცები ქნა და მოკლესო, იმან ეს დააშავაო და იჭერდნენ. ჩაწიკწიკებული ბრალები იყო. აბრალებდნენ და ისე იჭერდნენ, ისე კლავდნენ ციხეში. ჩვენც დაგვაბრალეს. ჩვენნაირი კანონი არა ის, რუსულია კანონიაო და ახლა სანქციებს დაგიწესებთო. სტილი იგივეა და ამ სტილში ნუ მომექცევი, თუ მეგობარი ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მხოლოდ მეგობარი ვარ და რომ შენს დაკრულზე არ ვცეკვავ. ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის რომ ვიბრძვი, ამისთვის ნუ დამსჯი და ამასაც აღიქვამენ თავდასხმად. ჩვენი ამაყი ქვეყანა არაფრის ფასად არ დათმობს დამოუკიდებლობას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×