რეზონანსი
18.05.2024

თურქეთი როგორც ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2004 წელს ასლან აბაშიძემ დანარჩენ საქართველოსთან გაწყვიტა კავშირი, ისევე როგორც, დღეს ოლიგარქმა პროგრესულ სამყაროსთან ურთიერთობა. მაშინ ბათუმში ჩასულმა თურქეთის დელეგაციამ ქართველი ხალხის მხარე დაიჭირა და ასლანს აჭარის დატოვება მოუწია.

ამჯერად თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.

თურქეთი როგორც ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას", - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×