რეზონანსი
17.06.2024

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

რაც შეეხება შეერთებული შტატების გადაწყვეტილების, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მისი "პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი".

რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე და უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი. როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×