რეზონანსი
17.06.2024

მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა. , - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგშია აღნიშნული, რომელიც The Players Tribune-ზე გამოქვეყნდა.

ბლოგში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დეტალურად საუბრობს თავის ბავშვობაზე, ოჯახზე, კარიერაზე, „ნაპოლიში" პირველ დღეებზე და იმაზე თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და რა შანსები აქვს გუნდს კონტინენტის პირველობაზე.

„რა თქმა უნდა გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ არა?

თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.

ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ", - წერს კვარაცხელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×