რეზონანსი
09.06.2024

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა ვურჩევდი კონგრესმენებს, ისე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, იმათ კი ნუ მოუსმენენ, ვინც არიან ხელის ბიჭები, დაფინანსებულები, სოროსის ფონდის წარმომადგენლები, ან ნულპროცენტიანი ჯამბაზები, მოუსმინონ ისეთი ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორც მაგალითად ატლანტიკური საბჭოა

„გაეცნონ იმ სტატისტიკურ მონაცემებს და დასკვნას, რომელიც ამ ორგანიზაციამ დადო. მაშინ მივლენ ობიექტურ გადაწყვეტილებამდე, თუკი ამის სურვილი აქვთ. დამოუკიდებელი ექსპერტი მაინც მოეწვიათ, ან პოლიტოლოგი, რომელსაც ამერიკული პროფესიული საზოგადოება აღიარებს. არა - არჩიეს ორი მოღალატის და ერთი ჯამბაზის მიერ ხელმოწერილი განაჩენის გამოქვეყნება და მე არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ მრგვალი მაგიდის შემდეგ შეჯამებისას და დისკუსიის საფუძველზე", - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების" პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

„ატლანტიკურმა საბჭომ" კი საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×